საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდათ.
,,ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შემოიყვანეს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდათ. ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტს და საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან ნაცნობობას უკავშირდება, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ”,- ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 8 შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო ჯამში ინიფიცირებული 23 ადამიანია.