,,კორონავირუსით” მეოთხე ადამიანი დაუღუპა- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს

ჩინეთში ,,კორონავირუსით” კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 89 წლის მოხუცი კაცი ვუჰანიში ცხოვრობდა, ქალაქში, საიდაც ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ოთხშაბათს, ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავს. ორგანიზაცია განიხილავს, გამოცხადდეს თუ არა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული განსაკუთრებული მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე“, რაც , მაგალითად , ღორის გრიპზე ან ებოლაზე მოხდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ უკვე დაადასტურა, რომ ,,კორონავირუსი” გადამდებია. ის პნევმონიის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება.

ინფიცირების 291-მდე შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში. ქალაქ ვუჰანიდან მიმავალ მგზავრებს ჯანმრთელობის მდგომარეობას უმოწმებენ.