კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 30 ათასი ლარი გადარიცხა.
ფონდი 23 მარტს ბიზნესომბუდსმენის აპარატში შეიქმნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფონდში შესული თანხა ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
ბიზნესომბუდსმენის, მიხეულ დაუშვლის თქმით, ფონდის ანგარიშზე 5 მლნ ლარამდეა შეგროვილი.
ანგარიშზე ჩარიცხვა stopcov.ge-დან არის შესაძლებელი.