თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი კოსმეტიკური საშუალების 35 სახეობიდან, 5 ნიმუშში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge ავრცელებს. მათივე განმარტებით, აღმოჩენილი პარაბენების გამოყენება აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.
35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები საფრანგეთის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების – პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად.
მავნე ნივთიერება აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში:
L’Oreal Co — ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier;
Quimi Romar S.L.U — ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy;
Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati — თმის საღებავი CLAIROL;
Orkide Cosmetics — ფრჩხილის ლაქი Olivia;
Bell Cosmetics — თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline.














