“კოსტავა იმუქრება კომპრომანტებით”- ელისო კილაძე ქუთაისის საკრებულოს წევრის შესახებ წერს.”ქრონიკა+”-ის რედაქტორის ინფორმაციით, დეპუტატს მფარველები ჰყავს, რის გამოც ის მანდატის დათმობას არ აპირებს.
“ამ წუთებში ქუთაისიდან მომაწოდეს ინფორმაცია,რომ ქუთაისის მერი გიორგი ჭირღვარია წუხელ იმყოფებოდა ნანა კოსტავასთან სახლში და სწორედ მან ურჩია,არ დაეტოვებინა საკრებულო.
ქუთაისის მერი ასევე დაუპირისპირდა ნიკა ლატარიას და ელისო არჩაიას იმის გამო რომ მათ არ დაიცვეს ნანა კოსტავა !
როგორც დილით გითხარით,ნანა კოსტავა ოცნების სიაში მოხვდა დიტო სამხარაძის რეკომენდაციით და სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ.ამიტომ ვერ ელევა გოგაშვილის დაძიუშნიკი მას,კოსტავა იმუქრება კომპრომატებით !
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ცოცხლები ხართ ?!
რა ბარდაკი და განუკითხაობაა ?!”-წერს კილაძე.
შეგახსენებთ, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულმა ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვება დღეს გადაიფიქრა.
“ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მე მგონი დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვები, არ მიგვატოვო, შენი მართალი სიტყვა გაგვაგონე, ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ” – აცხადებს ნანა კოსტავა.
შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულეს. მან რამდენ სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა.ვიდეოს აღწერაში კოსტავამ დაწერა ტექსტი “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”. საკრებულოს დეპუტატმა მოგვიანებით, პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ მან ტრაგედიის შესახებ არ იცოდა. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა საკრებულოს წევრის კომენტარი.
31 მაისს ფრაქცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს და გარიცხეს გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც.