“კრიმინალი კობახიძე და მკოიანი” – მწვავე დაპირისპირება პარლამენტში

{{ARTICLEIMAGE}}

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მმართველ გუნდს კრიმინალები და მოძალადეები უწოდა. 

მისი თქმით, პარლამენტის დარბაზში ჩვეულებრივი მოძალადე ზის, ენზელ მკოიანი, რომელიც თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებს.

“თქვენ ხართ დამნაშავეები და კრიმინალები, ბრმა მორჩილებაში მყოფი… ამ დარბაზში ვხედავ რამდენიმე კრიმინალს – ირაკლი კობახიძე ერთი და მეორე ენზელ მკოიანი. თქვენს სინდისზეა, როგორც მინიმუმ, ერთი ადამიანის მკვლელობა და ეს ეხება ზუგდიდის სკოლის დირექტორს. ახალქალაქში განხორციელებულ თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე.

მესამე, დღეს ვიდრე ასე თავს იწონებთ ვიღაცის წინაშე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ებრძვის სიკვდილს ონის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი და ეს არის სისხლიანი არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ”, მიმართა ნიკა მელიამ დეპუტატებს.

მელია ამბობს, რომ ძალიან მალე გაერთიანებული ოპოზიცია გაასაჯაროებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ყალბდებოდა არჩევნები. მის ამ განცხადებას “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა.