ლონდონის მერმა კრიმინალს მიხედოს, მე თავი დამანებოს, – აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთში ვიზიტი ლონდონის მერის კრიტიკით დაიწყო.
„სადიქ ხანი ყველანაირი გათვლით, საშინელი მერია ლონდონისთვის. ის ძალიან წარუმატებელია და ჯობია ლონდონში კრიმინალს მიხედოს, მე თავი დამანებოს.“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
ლონდონის მერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტრაპს ვიზიტის დროს წითელი ხალიჩა არ უნდა გაუშალოს.
დონალდ ტრაპის ვიზიტი დიდი ბრიტანეთში უკვე დაიწყო. ლონდონში მას თან ახლავს მეუღლე.