საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება კრიმინალური მდგომარეობის მხრივ არ შეიძლება ეწოდოს უბრალოდ „გაზრდილი კრიმინალი”. გიორგი კანდელაკის შეფასებით, მდგომარეობა საგანგაშოა.
„აფეთქების გარდა ვერაფერს დავარქმევთ. ყოველდღე გვესმის ძარცვა ყაჩაღობა სროლა. თეორიულადაც კი შეუძლებელია „ქართული ოცნება“ შეებრძოლოს კრიმინალს, ხალხი ხედავს ეს მთავრობა როგორ თანამშრომლობს კრიმინალთან“-აცხადებს კანდელაკი.
„კრიმინალთან შეზრდილი ხელისუფლებაა, კრიმინალზე დაფუძნებული და კრიმინალით მოყვანილი და ხელისუფლებაში შენარჩუნებული ძალა არის ეს ხროვა,“-აცხადებს ბარამიძე.
საპარლამენტო უმრავლესობაში, ვეღარ მალავენ, რომ რომ კრიმინალური შემთხვევები გაზრდილია და მდგომარეობა საყურადღებოა.
„ეს ის გამოწვევაა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ფაქტია, საზოგადოება გებულობს ახალ ახალ ფაქტებს, მაგრამ ეს არ არის დრამატული სტატისტიკური მაჩვენებელი, თუმცა ყველა დანაშაული საგულისხმოა,“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
შეგახსნებეთ, რომ გასულ დღეებში არაერთი მაღალჩინოსნის ბინის გაქურდვის ფაქტი გავრცელდა.ბოლო ფაქტი, გუშინ რომ ეკონომიკის მინისტრის ბინის გაძარცვას უკავშირდება. შემთხვევა ქობალიას მეზობლებმაც დაადასტურეს, თუმცა ეკონომიკის მინისტრმა გუშინ ამ თემაზე ვრცლად არ ისაუბრა და განაცხადა რომ ეს მისი პირადი ცხოვრებაა.