{{ARTICLEIMAGE}}
რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე კრიპტოვალუტის ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია – კრიპტომატი გამოჩნდა, რომელიც კრიპტოვალუტის შეძენისა და ლარში განაღდების ყველაზე მარტივი საშუალებაა.კრიპტომატი (Cryptomat) კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის დამწყებსაც, კრიპტოვალუტების – ბიტკოინის (BTC) ლაითკოინის (LTC) და ბიტკოინ ქეშის (BCH) ლარში ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.კრიპტომატის გამოყენებით კრიპტოვალუტის შეძენა ან განაღდება, წამებშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაინტერესებულ პირს კრიპტოვალუტის ონლაინ საფულე არ აქვს, მას კრიპტომატის საშუალებით სასურველი ვალუტის ყიდვა, აპარატის მიერ შექმნილი და დაბეჭდილი საფულით, მაინც შეუძლია.
ოპერაციის სისწრაფესა და ხელმისაწვდომობას, კომპანიაში კონკურენტულ უპირატესობებად მიიჩნევენ. ამიტომ, კრიპტომატები საყოველთაო თავშეყრის ისეთ ადგილებშია განთავსებული, როგორებიცაა მათ შორის, სავაჭრო ცენტრები (გალერია თბილისი, თბილისი მოლი ისთ ფოინთი, ჰოუმარტი).
კრიპტომატის საშუალებით ერთჯერადად მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 14 000 ლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა ან განაღდება შეიძლება.