{{ARTICLEIMAGE}}
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიას საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს,განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
“უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 28-დან 10 მოსამართლე, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის საქმეთა დროულ განხილვას და გადაწყვეტას. სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს უკვე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას”.
ამავე თემაზე:
ომბუდსმენი პარლამენტს მოსამართლეების განხილვის პროცესის შეჩერებას სთხოვს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბრალდებებს პასუხობს
პენალტი “ქართული ოცნების” კარში:უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურები ცნობილია