გამოძიების ინფორმაციით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა. გიორგი სამუშია 2015 წელს დააკავეს. ამავე წლის 13 დეკემბერს თბილისისი საქალაქო სასამართლოს სისიხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა გიორგი სამუშიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ხოლო, 2016 წლის 25 ივლისს თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გიორგი სამუშია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და პასპორტი ჩამოართვა.
ამის მიუხედავად გიორგი სამუშიამ საქართველოს დატოვება მოახერხა. მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა. ბოლოს გიორგი სამუშია ქართული მედიის წინაშე ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამოჩნდა, სადაც იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას ესწრებოდა.