“კურიერის” სარედაქციო პოლიტიკა დღეიდან დაფუძნებულია მიუკერძოებლობაზე-ირაკლი იმნაიშვილი

“კურიერის” სარედაქციო პოლიტიკა დღეიდან დაფუძნებულია მიუკერძოებლობაზე- ეს განცხადება “რუსთავი 2-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა გადაცემა “სხვა შუადღის” განახლებულ ეთერში ცოტა ხნის წინ გააკეთა. მან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გადაცემის წამყვანებთან ერთად ისაუბრა.

“გილოცავთ მაყურებელს, ძალიან მძიმე კრიზისიდან არხი ეთერში დაბრუნდა, რუსთავი 2-ს ყოველთვის შემოაქვს ახალი სტანდარტი, ახალი პროდუქტი. ჩვენი სეზონის მთავარი განმასხვავებელი იმისგან რაც იყო არის ძალიან მარტივი- “რუსთავი2-ის”, კურიერის სარედაქციო პოლიტიკა დღეიდან დაფუძნებულია მიუკერძოებლობაზე.ჩვენთვის ძალიან მთავარია არ ვიყოთ არცერთი პოლიტიკური ჯგუფის, ბიზნესის მხარეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვაქვს ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, კურიერში არ არის არცერთი ჟურნალისტი,ოპერატორიმ თანამშომელი რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ საქართველოსთვის ევროპულ  არჩევანს აქვს რამე ალტერნატივა”-განაცხადა იმნაიშვილმა.