კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება. დეტალებზე მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ისაუბრა  და განაცხადა რომ  ტყის ინვენტარიზაცია უკვე დასრულდა და გამოიყო 8 ძირითადი სატყეო სექტორი. ასევე ბილიკებზე მოეწყობა საკემპინგე, დასასვენებელი ადგილები,  საჭირო ინფრასტრუქტურა ეკოლოგიური განათლებისათვის.

“გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ გამოყო გრანტი ამ სატყეო კვლევების საფუძველზე და ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გაფორმდება მემორანდუმი და წლის ბოლომდე მოეწყობა დაახლოებით ექვსკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კუს ტბას დააკავშირებს მთაწმინდასთან ასევე მოხდება 20 ჰექტრამდე ტყის აღდგენის ღონისძიებები. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თბილისის ლანდშაფტის ახალ სივრცეებს აგვათვისებინებს ტურისტული მიზნით”, — განაცხადა მაია ბითაძემ. — განაცხადა მაია ბითაძემ.