კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის “ერთხელ ჰოლივუდში” ტრეილერი გამოქვეყნდა

ორი ოსკარის მფლობელი სცენარისტისა და რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმის, “Once Upon A Time In Hollywood”-ის ტრეილერი  გამოქვეყნდა.

ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ასრულებენ, სიუჟეტი კი 1960-იან წლებში ლოს-ანჯელესში განვითარებულ ამბებს, კერძოდ კი ამერიკელი სერიული მკვლელის ჩარლზ მენსონის ისტორიას შეეხება.ტარანტინოს თქმით, მის რიგით მე-9 ფილმში მოქმედება 1969 წელს, ლოს ანჯელესში ვითარდება. მთავარი გმირი რიკ დალტონი (დიკაპრიო) სატელევიზიო ვესტერნი სერიალების მსახიობია, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავობა სურს, მის დუბლიორ-კასკადიორ კლიფ ბუთს (ბრედ პიტი) კი იგივე გეგმები აქვს. სიუჟეტის მიხედვით, დიკაპრიოს პერსონაჟი მსახიობ შერონ ტეიტის გვერდით ცხოვრობს, რომლის მკვლელობის ისტორია ფილმის ერთგვარი ფონი იქნება.

ფილმი  2019 წლის 26 ივლისს გამოვა.