კვლევის მიხედვით, თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა

თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა- ამის შესახებ კვლევის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამართა.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით 2019 წელს თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესებულია.

მათივე ინფორმაციით,  ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ისეთი დამაბინძურებლებია დაფიქსირებული, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10.

კვლევა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.