{{ARTICLEIMAGE}}
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა 2019 წლის “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” (The Global Teacher Prize) ფინალისტია. ის უკვე დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლად 49 კოლეგასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა უკვე ათეულში მოსახვედრად მიმდინარეობს მზადება, მანამდე კი “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” (The Global Teacher Prize) ოფიციალურ ვებგვერდზე ფინალისტთა შესახებ ინფორმაცია განთავსდა, მათ შორის არის ლადო აფხაზავა, რომელსაც კონკურსის ორგანიზატორები ასე წარადგენენ: “ვლადიმერი ძალიან ღარიბ რეგიონში ასწავლის. საქართველოში ეკონომიკა მძიმე ზეწოლას განიცდის. ბევრი სტუდენტის მშობელი უცხო ქვეყანაში სამუშაოდ მიდის, რომ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარონ. ვლადიმერ აფხაზავას ბევრ მოსწავლეს დილით, საუზმე ენატრება, და ზოგჯერ, მოსწავლეების შიმშილის გამო სკოლა სასწრაფო დახმარებასაც მიმართავს. ბევრი სტუდენტი სწავლაზე უარს ამბობს და სამუშაოდ თურქეთში მიდის”,წერია აღწერაში.
ინფორმაციისთვის: “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” (The Global Teacher Prize) ოფიციალურ ვებგვერდის თანახმად, ყოველწლიურად, Varkey Foundation–ის მიერ მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. გამარჯვებულს “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” აკადემია, მასწავლებლების, განათლების ექსპერტების, ჟურნალისტების, საჯარო მოხელეების, სხვადასხვა კომპანიების დირექტორების და მეცნიერების შემადგენლობით არჩევს.














