მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში კახა კალაძემ საკუთარ კანდიდატს გამარჯვება მიულოცა.
„20:00 საათზე დასრულდა ხმის მიცემის პროცესი და საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდით თითოეულ გუნდის წევრს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს. შუალედურ არჩევნებზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი და რაც მთავარია, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად, სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ეს შედეგი ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი რადგან ჩენ ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა ქართველი ხალხის. მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თბილისელებს, მთაწმინდელებს არ გაუჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორი ანალიზის გაკეთება, შავის და თეთრის გარჩევა. ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის, განვითარების სასარგებლოდ“ – განაცხადა კახა კალაძემ.