ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 17 აგვისტოს, ღამე მოხდა. ავტომობილი სოფელ გიზასკენ მიმავალ გზაზე გადაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია