ლანჩხუთში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

28 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში 25 წლის მამაკაცი საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

„გურიის მოამბის“ ინფორმაციით, გარდაცვლილმა ნ.კ-მ თავი ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა,რომელშიც მისი ბრალეულობა იკვეთებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.