ლარი არის თინეიჯერი, რომელსაც ბაზარი თვითონ არეგულირებს- ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ Business Media Georgia-სთან ინტერვიუში გააკეთა.
“ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.
იყო, რა თქმა უნდა, მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს აისახება ლარზე“- აცხადებს ალავიძე.