ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1 ნოემბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9597 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9632 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0035 ლარი შეადგინა.

ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.3045 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2963 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0082 ლარი შეადგინა.