ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9753 ლარია.

აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9749 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0004-ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2770 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2899 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0129-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.8325 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.8305 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0020-ით გაუფასურდა.