14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9121 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9090 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.31 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 3.2572 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2622 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.50 თეთრი შეადგინა.