1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7470 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7424 ლარი იყო. ლარი დოლართან მიმართებით 0.46 თეთრით გაუფასურდა.
ევროს კურსი 3.0643 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0630 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა.