ლარი კვლავ გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9632 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9632 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9545 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2963 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0224 ლარი შეადგინა.