„ლარის გამყარება არის ფაქტი და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი” – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელშიც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკიც თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ჩვენ, ერთი მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავოთ ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით, რასაც მალე იგრძნობს მოსახლეობა, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა, ვაჩქარებთ პრივატიზაციას, წიაღისეულის ლიცენზირებას და სხვადასხვა ხერხით ხელს ვუწყობთ ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამას ვხედავთ ახლა – ეკონომიკური ზრდა კვლავაც მაღალია, ინფლაციას შევზღუდავთ, ლარი მყარდება” – აღნიშნა მინისტრმა.