ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7945 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7798 ლარი იყო.
დღემდე ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2019 წლის 28 მაისს დაფიქსირდა. კერძოდ, იმ დღეს დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2,7876 ლარი იყო.
გაცილებით მაღალია კურსი სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 2.81 ლარია.
საქართველოს ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2.85 ლარს აღწევს, თიბისი ბანკში კი მისი ღირებულება 2.86 ლარია.