13 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 1 დოლარის ღირებულებამ 2.7389 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7342 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში – 0.47 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0914 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0940 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4687 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტიც, რომელიც 3.4716 ლარი ეღირება.