“ლაშა ჟვანია ადმინისტრაციაში მენეჯმენტის დალაგების პირობით მოვიდა”-მოისწრაფიშვილი

“ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი დალაგდებოდა, ყოფილ სამსახურში  დაბრუნდებოდა,”- განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა გააკეთა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, ლაშა ჟვანიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის უთანხმოების შესახებ.

“არავითარი დაპირისპირება არ არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი ლაშა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც 8 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ, ის შეძლებდა უკან დაბრუნებას, ყოფილ სამსახურში. პირველ მაისამდე ბატონი ლაშა რჩება სამსახურში და შეასრულებს თავის მოვალეობას”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.