ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს.ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
ჟვანია წერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას მიმდინარე წლის პირველ მაისს დატოვებს.
ჟვანიას თქმით, გადადგომის თხოვნით, პრეზიდენტს მარტში მიმართა.
“ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია.”-წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ჟვანია.