{{ARTICLEIMAGE}}
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირება კვლავ აღელვებს. მადლობელია, რომ ლაბორატორია დიპლომატებს დაათვალიერებინეს, თუმცა ლავროვს სურს, ადგილზე ჩავიდნენ არა დიპლომატები, არამედ “პროფესიონალები, რომლებიც მიხვდებიან, რა ხდება ლაბორატორიაში და რამდენად წარმოადგენს ეს ექსპერიმენტები საშიშროებას რუსეთისა და მეზობელი ქვეყნებისთვის”.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Комсомольская правда-ს ეთერში საქართველოსთან დაკავშირებით ჟურნალისტის მწვავე შეკითხვებს უპასუხა.
“ბიოლაბორატორიები არის არამარტო საქართველოში, არამედ სომხეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთშიც, საქართველოსთან ამ თემაზე ვმუშაობთ – უკვე მიიწვიეს კიდეც ამ ლაბორატორიაში დიპლომატები, ჩვენ მადლობა ვუთხარით, მაგრამ იქ უნდა ჩავიდნენ არა დიპლომატები, არამედ პროფესიონალები, რომლებიც მიხვდებიან, რა ხდება ლაბორატორიაში – რამდენად წარმოადგენს ეს ექსპერიმენტები საშიშროებას რუსეთისა და მეზობელი ქვეყნებისთვის. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ პრინციპისა – აა, აქ გაგვაბრაზეს? მოდი გავწყვეტ ურთიერთობას, მაშინ ამერიკასთანაც უნდა გავწყვიტოთ”,თქვა ლავროვმა.