რუსეთის დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდა რომ მიიღოს ზომები ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ქართველი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატის მარჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გავიდნენ. ამის შესახებ დუმის დეპუტატმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა. ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ ფეხბურთელების მაისურებზე ამგვარი წარწერა იყო – „გვახსოვს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“.
„ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავს მოქმედებებზე ოფიციალური თამაშების დროს“, – იგორ ლებედევი
რუსებმა შეიძლება საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს”-აც უჩივლონ. ინფორმაციას ამის შესახებ შესახებ “ტორპედოს” ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კლუბის წევრები წერენ.
“რუსები ქუთაისის ტორპედოს უჩივიან!გუშინ ეროვნული ლიგის მატჩში ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი სპეციალურად დამზადებული მაისურებით გამოვიდნენ, სადაც რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია ეწერა. ამის შესახებ შეიტყო რუსმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ყველა გამოცემა ამის შესახებ წერს. რუსები ტორპედოს უეფაში უპირებენ ჩივილს და ჩვენს მოხსნას მოითხოვენ ევროთასებიდან, განსაკუთრებით ისინი აღშფოთებულები ნოდარ ქავთარაძის საქციელით არიან, რადგან ნოდარი რუსეთშია დაბადებული და იქაური მოქალაქეა.
გაჭირვებულს აღმართში ქვა მიეწიაო, ზუსტად ასეა ჩვენი საქმე. დღეებს ითვლის ისედაც ქუთაისის ტორპედოს ეს შემადგენლობა და ახლა კიდე რუსების ჩივილიღა გვაკლდა.”