ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა პაპარაცებმა ხმის რეჟისორ დენ ჰორტონთან ერთად დააფისქირეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People-ი ავრცელებს. ლედი გაგას და დენ ჰორტონს ფოტო კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში გადაუღეს. ფოტოზე ისინი ერთმანეთს კოცნიან.
რესტორნის ერთ-ერთი სტუმრის თქმით, ლედი გაგა და მასთან ერთად მყოფი ჰორტონი ძალიან კარგად და ბედნიერად გრძნობდნენ თავს ერთმანეთის გარემოცვაში.
შეგახსენებთ რომ ფილმ “A star is born”- ის შემდეგ გაჩნდა მოსაზრებები რომ ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას ერთმანეთი შეუყვარდათ. სწორედ ამას უკავშირებდნენ იმასაც რომ ლედი გაგამ საკუთარი ქორწილი ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში ჩაშალა ხოლო ბრედლი კუპერი კი ცნობილ მოდელ ირინა შეიკს დაშორდა. მიუხედავად ამისა ბრედლი კუპერი და ლედი გაგა მათზე გავრცელებულ ჭორებს ისინი უარყოფდნენ.