ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგახარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.