21 წლის გოგონას ლეღვის ნახარშის გადავლების შედეგად სხეულის 20-25 პროცენტი აქვს დამწვარი. გოგონამ ლეღვის ნახარში რუჯის მისაღებად გამოიყენა.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, გაფრთხილების მიუხედავად სამწუხაროდ წელსაც დაფიქსირდა ლეღვის ნახარშის გამოყენების შემთხვევა.
გოგონა კლინიკაში მდგომარეობის გაუარესების გამო გამთენიისას შეიყვანეს და დამწვრობა იმდენად სერიოზულია, რომ სრულ რეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება.
ექიმები რეკომენდაციით მიმართავენ მოსახლეობას, არ გამოიყენონ ლეღვის ნახარში რუჯის მისაღებად. ასევე, რეკომენდირებულია, რომ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში თავი შეიკავონ ხანგრძლივად მზეზე ყოფნისგან და გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.