ლენტეხის რაიონში, სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
76-ისა და 67 წლის პაციენტები მძიმე მდგომარეობაში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. მოწამლულები და გარდაცვლილიც ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.