ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილ ადამიანს ეძებენ

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი ადამიანია ჩარჩენილი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შეტყობინება უწყებაში 14 დეკემბბრის საღამოს შევიდა. 

არსებული ინფორმაციით, მწვერვალ აილამაზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორმა მათგანმა უკან დაბრუნება შეძლო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხილვადობის გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან სამაშველო პროცესში ვერტმფრენი, მაშველების დამატებითი ჯგუფი და ექიმები ჩაერთვებიან.

უწყებაში არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აქვს მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილ ადამიანს, რომელმაც გადაადგილება ვერ შეძლო.