ლენტეხის რაიონში სტიქიაა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. სტიქიის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფელ დვრიშში, ტვიბსა და ესიერთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.
სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია.
ადგილზე მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხიდის გადარჩენას ცდილობენ.