ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ და მის მიერ დაფუძნებულმა „დედამიწის ალიანსმა“ ამაზონის ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 5 მილიონი დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას “CNN”-ი წერს. დიკაპრიომ სხვა ვარსკვლავებსა და ცნობილ ადამიანებს სოლიდარობისკენ მოუწოდა.
ლეონარდო დიკაპრიომ რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამზეც“ ამაზონის ტყის ხანძრის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – „დედამიწის ფილტვები ცეცხლშია“.
წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის 74 000-ზე მეტი კერა დაფიქსირდა. ეს არის უპრეცედენტო მაჩვენებელი. კოსმოსური კვლევების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბრაზილიის ამაზონის ტყეებში ხანძრების რაოდენობა 84 პროცენტით არის გაზრდილი.