ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს უნივერსიტეტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა

ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება შეუწყდა. ომარ მახარაძის საკითხი ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინურმა კომისიამ გუშინ საღამოს განიხილა.
დახურულ სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ სტუდენტებიც, თუმცა მათ ამის უფლება არ მიეცათ.
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი 19 წლის გოგოს სოლიდარობას უცხადებენ. თავად ომარ მახარაძე მიწვევის მიუხედავად სხდომაზე არ გამოცხადდა.
„კომისიის თითოეულმა წევრმა შინაგანი რწმენით და იმ მასალაზე დაფუძნებით, რაც ჩვენ გვქონდა, კენჭი ვუყარეთ და გადავწყვიტეთ, რომ აქ უნდა ყოფილიყო სახდელი შრომითი უფლებების შეწყვეტა. ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება,“-აცხადებს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძე.
ომარ მხეიძე სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში ერთი კვირის წინ დაადანაშაულა და მათი მიმოწერა გაასაჯაროვა. ომარ მხეიძე ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ ტელეფონი გაუტეხეს. თუმცა უნივერსიტეტმა მას ლექციებზე შესვლა მეორე დღესვე აუკრძალა. მხეიძე ბათუმის საკრებულოს წევრიც იყო. ოპოზიციამ მისთვის საკრებულოს წევრობის შეჩერებაც მოითხოვა.ორი დღის წინ ომარ მხეიძემ საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ფრაქცია ქართული ოცნება– მრეწველების რიგები დატოვა.