ლესბოსელმა აქტივისტმა 17 მაისთან დაკავშირებით ბარათაშვილის ხიდზე დროშა გადმოფინა

ლესბოსელმა აქტივისტმა ნინო ბოლქვაძემ 17  მაისის დღესთან დაკავშირებით ბარათაშვილის ხიდზე დროშა გადმოფინა.

„ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გილოცავთ”, -წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლესბოსელი აქტივისტი და იურისტი ნინო ბოლქვაძე.  

როგორც ბოლქვაძემ აღნიშნა, დროშა გადმოფენისთანავე, მისი ვარაუდით, პოლიციელებმა ჩამოხსნეს. 

17 მაისთან დაკავშირებით, ლგბტქ სიმბოლიკის აღმნიშველი დროშები თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე იყო გამოფენილი,თუმცა ყველა მათგანი ჩამოხსნეს.

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღად სწორედ ის დღე შეირჩა როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.