გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურება და შს მინისტრსა და პოლიციელებს მადლობას უხდის – განცხადება ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია, ის გახარიასთვის მადლობის გადახდით პასუხობს.
დავითაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან დაიცვეს.
„შეგვეძლო, პირდაპირ განცხადებით დაგვეწყო და მე ამას ვიტყოდი, რომ მადლობა უნდა გადავუხადო, როგორც ჩემმა კოლეგებმა, ბატონ გიორგი გახარიას, ამავე დროს პოლიციელებს, რომლებმაც უზრუნველყვეს მართლწესრიგის შენარჩუნება ქვეყანაში, ქვეყანა იხსნეს სახელმწიფო გადატრიალებისგან და იმისგან, რომ ქვეყანა არ მოექცა ქაოსში და ჩვენ განავითარებს იმ პოტენციალს, რომელიც გვაქვს, ვინარჩუნებთ,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.