ლევან გელბახიანი EFA-ს საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაში წარადგინეს

ევროპული ფილმის 2019 წლის დაჯილდოებაზე (European Film Awards) ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაში წარადგინეს.

ამავე ნომინაციაში ლევან გელბახიანთან ერთად წარდგენილი არიან ანტონიო ბანდერასი, ჟან დუჟარდენი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგურდსონი. გამარჯვებულები გამოცხადდება ევროპული ფილმის 32-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ბერლინში 7 დეკემბერს გაიმართება.