ლევან იოსელიანი საკუთარი სარეკლამო პლაკატების დასაბეჭდად განკუთვნილ თანხას, ნერგების შეძენასა და მთაწმინდაზე მათ დარგვაში გამოიყენებს

სამოქალაქო მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იოსელიანი  და ალექსანდრე ელისაშვილი საარჩევნო პლაკატების ბეჭდვას აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ რომ ის თანხა რაც  წინასაარჩევნოდ პლაკატების ბეჭდვასა და გავრცელებაში უნდა დაიხარჯოს აჯობებს რომ მთაწმინდის, ვერის სოლოლაკისა და ოქროყანის გამწვანებას მოხმარდეს. 

ლევან იოსელიანი საკუთარი კანდიდატურის სარეკლამო პლაკატების დასაბეჭდად განკუთვნილ თანხას, ნერგების შეძენასა და მთაწმინდაზე მათ დარგვაში გამოიყენებს. იოსელიანი და ელისაშვილი სხვა კანდიდატებსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდებენ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობენ,  თავად შეარჩიონ ტერიტორია, რომელსაც ლევან იოსელიანი საკუთარი შტაბის წევრებთან ერთად  გაამწვანებს.