თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად სცნობს დამნაშავედ.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი 21 აპრილს დააკავეს. სამართალდამცავებმა მისი ავტომობილიდან 0.5 გრამი კოკაინი და ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს.
ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლევან ჯიბღაშვილი დაკავებიდან მალევე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.