ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.
სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
პროკურატურა მისთვის 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.
მსახიობი გუშინ დააკავეს, მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის ედება ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, მისი მანქანიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს. ჯიბღაშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები ნამდვილად მისი მანქანიდან ამოიღეს, თუმცა ამბობს რომ სხვა გარემოებებზე მოგვიანებით ისაუბრებს.