თბილისის საკრებულოში კვლავ ხმაურია – მოძრაობა “შეცვალეს” და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს. პოლიციელებმა მათ კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
სამართალდამცავებმა ლევან ხაბეიშვილი ძალის გამოყენებით შენობიდან გამოიყვანეს.
შეხლა-შემოხლის დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს ხელი დაუზიანდა.