ლევან მურუსიძე თავმოკვეთილ თემიდასთან ერთად

ლევან მურუსიძე თავმოკვეთილ თემიდასთან ერთად – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაზე წუხელ ღამით პლაკატები გააკრეს. კარიკატურებზე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს ხელში თემიდას მოჭრილი თავი უჭირავს, ხოლო მართლმსაჯულების ქალღმერთს პულსს ბიძინა ივანიშვილი უსინჯავს. ვინ გააკრა პლაკატები იუსტციის საბჭოსთან, უცნობია. იუსტიციის საბჭოს მდივანი ამბობს, რომ პროტეტის გამოხატვის მსგავი ფორმა მისთვის მიუღებელია. გიორგი მიქაუტაძემ დღეს საბჭოს სხდომის გადადების მიზეზიც განმარტა და განაცხადა, რომ სხდომის გადადება პალაკატებს არ უკავშირდება და მიზეზი რამდენიმე მოსამართლე წევრის არყოფნაა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი პროტესტის ამგვარ გამოხატვას მიესალმება და ამბობს, რომ საბჭოში მიმდინარე პროცესებმა საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა მისივე თმით, ეს პროტესტი კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

იუსტიციის საბჭოს შენობაზე საპროტესტო პლაკატები დილით უკვე აღარ იყო. საბჭოს დღევანდელი სხდომა კი გაურკვევლი ვადით გადაიდო.