20 ივნისის მოვლენების შესახებ დღეს საქალაქო სასამართლოში ლევან სამუშია გამოიკითხება. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.
„ხელისუფლება არ ეძებს ობიექტურობას და ამის მოლოდინიც არც არავის ჰქონდა, ესეც ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. ამ შემთხვევაში მივალ და აღვწერ, რა სიტუაციაც იყო. ვინც იყვნენ პასუხისმგებელნი, ყველა ის პირი უნდა იქნეს დაკითხული და შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტება აქედან უნდა დადგინდეს. დაკითხვაც არ უნდა იყოს ფორმალური სახელისუფლებო თანამდებობის პირების. უნდა წარმოებდეს არა დაკითხვა დაკითხვისთვის, არამედ დაკითხვა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის,“ – განაცხადა ლევან სამუშიამ.