ლევან ვასაძემ ქუჩებში დაგეგმილი პატრულირება გადაიფიქრა

ცოტა ხნის წინ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილებს მიმართა და უთხრა, რომ ხვალისთვის დაგეგმილი ქუჩების პატრულირება აღარ შედგება.
„დღეს შსს-მ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას და აუკრძალა ორგანიზატორებს მისი ჩატარება. მინდა მოვუწოდო შსს და პირადად მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების გადაწყვეტილება. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამისთვის და ვუთხრა, იმის გამო, რომ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას. ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ ჩვენ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცემთ ამ უწყებას და გავაუქმებთ პატრულირებას ქუჩებისა, რომელიც უნდა დაწყებულიყო ხვალ. არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირება ვენდობით შს მინისტრს, რომ ისინი არ დაუშვებენ უმსგავსობის აქციას, მარამ ნურავის ნურაფერი ნუ შეეშლება. ჩვენი ჯგუფები შედგენილია, მზადყოფნაშია იმ შემთხვევისთვის, თუ ჩვენ ვინმე მოგვატყუებს .“– თქვა ვასაძემ.
ლევან ვასაძემ კომბლებით და ქამრებით შეიარაღებული ჯგუფების შექმნა ლგბტ პირების გასაუვნებელყოფად ვერის პარკში გუშინ გამოაცხადა. რაზმების შექმნა კი დღეიდან დაიწყო. ის პოლიციას აფრთხილებდა, რომ მათი კორდონების გარღვევასაც არ მოერიდებოდა.